ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე: გიორგი გახარია ანაკლიის განვითარების წინააღმდეგი იყო
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარია პორტის წინააღმდეგი იყო. ხაზარაძე დასძენს, რომ ის ეთანხმება „დოიჩე ველეს“ სტატიის სათაურის შინაარსს, რომელშიც პრემიერ-მინისტრი „მოსკოვის კაცადაა“ მოხსენიებული. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.


„სამწუხაროდ, გახარიას პრემიერობის პირობებში, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ ანაკლიის განვითარების. „დოიჩე ველემ“ მას უწოდა მოსკოვის კაცი და მე ამას სრულად ვიზიარებ. მთელი ამ პროცესის დროს გახარია ანაკლიის განვითარების წინააღმდეგი იყო სხვადასხვა შეფარული მიზეზებით, ხან ამბობდა, რომ კომერციულად მომგებიანი არაა. მათ არ ესმით ქვეყნის პერსპექტივის განვითარება. არ შეიძლება ასრულებდე იმ სახელმწიფოს დავალებებს, რომელიც შენს ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - თქვა ხაზარაძემ.
ხაზარაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია უახლოეს დღეებში დაფუძნდება. მისი სპიკერი კი საია-ს ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი იქნება.

ამავე თემაზე:

ნათია თურნავა: სამინისტრო მოთმინებით ელოდება ანაკლიის პორტის პროექტში ჩართულ ინვესტორებს
Print