ახალი ამბები
სამეგრელო - ზემო სვანეთში აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ექვსი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 257 ფაქტი გამოავლინეს. აქედან სამეგრელო-ზემო სვანეთში 6 შემთხვავა დაფიქსირდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით აწარმოებს.
Print