ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი და მგზავრი დაშავდნენ. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარები ბრიგადამ გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print