რეგიონი
დაცული ტერიტორიებიდან 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი მარტვილის კანიონს ესტუმრა
2019 წლის 8 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და 889 321 შეადგინა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, ტერიტორიებს თანაბარი რაოდენობის ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესტუმრნენ, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა კი 17%-ით გაიზარდა.

პირველ 8 თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ ტერიტორიებს:
• მარტვილის კანიონს
• ყაზბეგის ეროვნულ პარკს
• პრომეთეს მღვიმეს
• ოკაცეს კანიონის
• თბილისის ეროვნულ პარკს

უწყებისვე ინფორმაციით, 2019 წლის 8 თვის განმავლობაში ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 7 836 484 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
Print