ახალი ამბები
საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საგანმანათლებლო პროცესი განახლდა ზუგდიდის ყველა საჯარო სკოლაშიც. ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახა ფარცვანიას ინფორმაციით, ზუგდიდში სულ 1437 პირველკლასელია. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მისივე თქმით, სკოლების უმეტეს ნაწილში სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დასრულებულია.

„მხოლოდ მეთერთმეტე და მეშვიდე საჯარო სკოლებში ვერ მოხერხდა სველი წერტილების დასრულება, თუმცა, ამ სკოლებში საპირფარეშოები ნორმალურ მდგომარეობაშია“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ფარცვანიამ.


გარდა ამისა, ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის დასრულებამდე მოსწავლეები კომბინატში მდებარე სკოლებში გადანაწილდებიან.

Print