ახალი ამბები
კვლევა: ბოლო ათ წელში ყველაზე მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 49 % ფიქრობს, რომ საქართველოო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელსი ლორა თორტონის განცხადებით, ეს მაჩვენებელი ამ საკითხზე ბოლო ათი წლის მანძილზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ციფრია.

ამასთან, გამოკითხულთა 30 % თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 18% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI-მ გამოკითხვა 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 2 132 ადამიანი.

საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.
Print