ახალი ამბები
ცხვირის ოპერაციამდე გარდაცვლილი 19 წლის გოგონა სენაკში ჩამოასვენეს
19 წლის გოგონა, რომელიც რუსთავში ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაციის გაკეთებამდე გარდაიცვალა, სენაკში საკუთარ სახლში ჩამოასვენეს. ახლობლები მომხდარში ექიმს ადანაშაულებენ.

"კეთილი ინებონ და გამოიძიონ ეს საქმე და გაგვცენ პასუხი. რისი გულისთვის, ხეპრე და გაუნათლებელი ექიმები მუშაობენ. ხვალ მოდიან მშობლები და არ ვიცი რა მოხდება. ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა ბავშვი. დიდი დოზით გაუკეთეს ნარკოზი. სინჯიც გაუკეთეს, რაზეც გაუწითლდა ბავშვს კანი, მაგრამ არაფერი არ უჭირსო. ექიმის უცოდინრობით მოხდა ყველაფერი. ჯანმრთელი ბავშვი შევიდა და ექიმის უცოდინრობით დაღუპეს", - ამბობენ ახლობლები.

გოგონას რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა.

ექიმის ინფორმაციით, 19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა, რომელიც ორგანიზმში ნოვოკაინის შეყვანისთანავე განვითარდა.

ამავე თემაზე:

ცხვირის ოპერაციამდე გარდაცვლილი 18 წლის გოგო სამეგრელოდანაა
Print