ახალი ამბები
ავტოავარიისას დაშავებულ ხუთივე პაციენტს ტვინის შერყევა აქვს
ზუგდიდში, რვა მარტისა და გამარჯვების ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ხუთივე ქალს ტვინის შერყევა აქვს.

ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, დაშავებულები ნეიროქირუგიის განყოფილებაში გადიან მკურნალობას.

„ხუთივე მათგანის, მათ შორის, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფოს გადაჰყავდა, დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა ორჟონიამ.

მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
Print