რეგიონი
სოფელ კოკში თხილის საშრობ-სასაწყობო ახალი საწარმო გაიხსნა
ზუგდიდის სოფელ კოკში, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, თხილის საშრობ-სასაწყობო ახალი საწარმო გაიხსნა. საშრობის წარმადობა 1 000 ტონას, ხოლო შესანახი მეურნეობის 500 ტონას შეადგენს. საწარმო, დაახლოებით, 300 ფერმერს მოემსახურება, ხოლო 17 ადგილობრივი დასაქმდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, საწარმოს ჯამური ინვესტიცია 770 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 285 000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა დონორებისა და ბენეფიციარის წილია.

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, დაფინანსდა 200 ახალი საწარმო, აქედან სამეგრელოს რეგიონში - 24.

Print