ახალი ამბები
ანაკლიაში კავკასიური პოეზიის ფესტივალი ტარდება (ვიდეო)
ანაკლიაში კავკასიური პოეზიის რიგით მესამე ფესტივალი გაიხსნა. მას ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ატარებს. ანაკლიის ფესტივალზე წარმოდგენილი არიან კავკასიაში მცხოვრები მწერლები, ლიტერატორები, მუსიკოსები და შემსრულებლები. გარდა ამისა წელს პირველად ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორებმა, კავკასიურ თემატიკაზე საკუთარი პრეზენტაციები წარადგინეს. მოეწყო კავკასიური თავსაბურავების გამოფენაც.


ფესტივალი "ანაკლია 2019“, რომელიც ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება, 23 სექტემბერს დასრულდება.

ამავე თემაზე:

ანაკლიაში კავკასიის ხალხთა ფესტივალი ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეძღვნება
Print