ახალი ამბები
მესტიაში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დაფუძნდა
მესტიაში, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია „შან“ დააფუძნეს. ორგანიზაცია სვანეთის ტურისტულ განვითარებას ისახავს მიზნად. მის დაფუძნებაში მესტიის მერთან, ა(ა)იპ საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციისა და „სვანეთის ტურიზმის ცენტრის“ ხელმძღვანელებთან ერთად 10 სასტუმროს მფლობელმაც მიიღო მონაწილეობა. როგორც DMO-ს დირექტორის მოავალეობის შემსრულებელმა დავით ჟორჟოლიანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, მომავალში საქმიანობის გაფართოებასა და წევრების დამატებას გეგმავენ.

"ჩვენი ორგანიზაცია სვანეთში ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად. დღეს, ასე თუ ისე, სვანეთში საკმაო რაოდენობაა ტურისტების, ამას სჭირდება ადგილობრივი მოსახლეობის ჩარევა და სწორი მიმართულებით განვითარება. შევიკრიბეთ ამ სფეროში გამოცდილი ადამიანები, ადგილობრივები და ვიზრუნებთ, რომ ტურიზმი ჩვენს მუნიციპალიტეტში სწორად განვითარდეს“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

ამ ეტაპზე ორგანიზაცია სამოქმედო გეგმის წერის პროცესშია, ამასთან, თავმდჯომარის პოსტზე კონკურსია გამოცხადებული.

მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, DMO-ის დაფინანსების წყარო საწევრო გადასახადი იქნება.


Print