ახალი ამბები
ზუგდიდში ხვალიდან დათბება
ზუგდიდში უახლოესი დღეების განმავლობაში წვიმა მოსალოდნელი არ არის. გარემოს ეროვნულ სააგენტოში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ჰაერის ტემპერატურა ხვალიდან, 23 სექტემბრიდან 24-26 გრადუსამდე მოიმატებს.

„ხვალიდან დათბება მთელ საქართველოში, მათ შორის, სამეგრელოსა და მესტიაში. დღეს ღამით მესტიაში - 2 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა, თუმცა შემდეგ გამოიდარებს. ნალექს უახლოესი დღეების განმავლობაში არ ველოდებით. ტემპერატურამ კი, შესაძლოა, 28-30 გრადუსამდე აიწიოს“, - აღნიშნავენ სინოპტიკოსები.

თბილი ამინდები 28 სექტემბრამდე შენარჩუნდება.
Print