პოლიტიკა
ზუგდიდში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებებს საჯაროდ განიხილავენ
ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო  განხილვა გაიმართება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, შეკვედრა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 26 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. 

პარლამენტის 13-წევრიანი კომისია, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე იმსჯელებს.

განხილვები თვის ბოლომდე გაგრძელდება, წლის ბოლოსთვის კი პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ახალი ვერსია უნდა დაამტკიცოს.

Print