ზუგდიდში, კინოთეატრ "ატრიუმთან" მშვიდობის საერთაშორისო დღეთან დაკავშირებით ფლეშმობი გაიმართა. ღონისძიება ასოციაცია „იმედის“ ინიციატით ჩატარდა და მისი მთავარი მოწოდება იყო - „ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას“.
ასოციაციის წარმომადგენლის ლეილა კურსუას თქმით, ღონისძიების მიზანია მშვიდობის პოპულარიზაცია და სამშვიდობო იდეების გაძლიერება. მისივე ინფორმაციით, შემუშავებულია ტექსტი, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდება.
„შემუშავებული ტექსტი, რომელიც არის მშვიდობიანი მესიჯი აფხაზი ქალების მიმართ. ჩვენი ორგანიზაცია და მხარდამჭერები ირჩევენ მშვიდობას. მშვიდობა არის კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი გზა. ამ მესიჯით მათ ვეუბნებით, რომ ომს მოჰყვა საშინელება. ომში მოგებული არ არის არც ერთი მხარე. უნდა დავივიწყოთ ის, რაც მოხდა და ვიფიქროთ მშვიდობიანი გზების ძიებაზე“, - ამბობს კურსუა.
აღნიშნული ღონისძიება პროექტის „ ქალთა კლუბი მშვიდობისათვის“ ფარგლებში გაიმართა. მას ასოციაცია "იმედი" საერთაშორისო ორგანიზაცია KVINNA TILL KVINNA-ს მხარდაჭერით ახორციელებს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები