ახალი ამბები
ჩაჟაში შეიძლება ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღონ
უშგულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო თანამედროვე მშენებლობების გამო ჩაჟაში შეძლება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღონ. ამის შესახებ განცხადებას ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო „ICOMOS საქართველო“ ავრცელებს. საბჭოში ამბობენ, რომ აღნიშნული მშენებლობები მნიშვნელოვნად ხელყოფს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარემოსა და სივრცით-გეგმარებით ავთენტურობას. განცხადების თანახმად, ჩაჟაშის ისტორიულ ნაგებობებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შემუშავებული პროექტის დარღვევით ხორციელდება.

„ჩაჟაშის ისტორიულ ნაგებობებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება შემუშავებული პროექტის დარღვევით. მთელ რიგ შემთხვევებში გამოყენებულია არატრადიციული, არათავსებადი მასალები და ტექნოლოგიები (როგორიცაა ცემენტის დუღაბი, გადახურვებში რუბეროიდის ფენილი, გადახურვის გადაკერებული ძელები და ა.შ.). რიგ შემთხვევებში, იკვეთება შემსრულებელთა მხრიდან შესაბამისი უნარჩვევების არ ქონა (ფიქალის გადახურვის მოწყობა და აშ.). სახეზეა საავტორო ზედამხედველობის არარსებობის და არასაკმარისი მონიტორინგის შედეგები. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ტრადიციულ სამშენებლო მასალასთან წვდომის საკითხი დასმულია მთავრობის წინაშე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან და ჯერაც არ არის გადაწყვეტილი; საგანგაშოა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ისტორიული გარემოსთვის შეუფერებელი სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელების, თუ რიგ შემთხვევებში, ასეთ სამუშაოებზე ნებართვის გაცემაზე დაჟინებული მოთხოვნის ფაქტების სიმრავლე, ვინაიდან ეს ნათლად აჩვენებს მათ გაუთვითცნობიერებულობას, როგორც ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ღირებულებების, ისე ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის დაკარგვის რისკებთან დაკავშირებით. უშგულის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარშემო შექმნილი ვითარება სიღრმისეულად უკავშირდება ძეგლის მართვის სისტემის პრობლემებს. ეს პრობლემა უკვე მრავალი წელია დგას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სექტორის წინაშე და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაშიც“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ICOMOS საქართველო" მიიჩნევს, რომ დასამუშავებელია ძეგლის მართვის გეგმა, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთავს, არა მხოლოდ დარგობრივი ინსტიტუციებისა და ადგილობრივი თემის ჩართულობასა და პასუხისმგებლობებს.

თავის მხრივ, რადიო „ათინათს“ კულტურული მემკვიდერობის სააგენტოში უთხრეს, რომ იმ ხარვეზებს, რომლებიც რეაბილიტაციის დროს გამოვლინდა აღმოფხვრიან, თუმცა სავალალო შედეგი შეიძლება უკანონო მიშენებებმა გამოიწვიოს.

„რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვართ. ორად უნდა გავყოთ ეს განცხადება. ერთი, სადაც წერია, რომ რეაბილიტაციისას ხარვეზებია დაშვებული, რაზეც კომპანიას უკვე მიეცა მითითება, რომ გამოასწოროს ისინი. მაგრამ მთავარი პრობლემა არის უკანონო მშენებლობა იმ სახლების, რომლებსაც  ადგილობრივები აშენებენ“, - ამბობს სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

სააგენტოს ცნობით,  მომავალი წლის გაზაფხულზე იუნესკოს ექსპერტებს ელოდებიან, რათა მათ ადგილზე შეაფასონ ვითარება და პრობლემის გამოსასწორებლად რეკომენდაციებიც გასცენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.