ახალი ამბები
EBRD: მზად ვართ, ჩავერთოთ ანაკლიის პროექტის განხორციელებაში
EBRD მზადაა ანაკლიის პროექტის განხორციელებაში ჩაერთოს, იმ შემთხვევაში თუ მიაგნებენ კომერციულად გამართულ გადაწყვეტას. ამის შესახებ EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინკიმ tv “პირველთან” საუბარში განაცხადა. კითხვაზე - თუ რა ტიპის ჩართულობა იგულისხმება ანაკლიის პროექტში EBRD-ის მხრიდან და რას ნიშნავს უფრო კონკრეტულად კომერციულად გამართული გადაწყვეტა, იურგენ რიგტერინკიმი პასუხობს, რომ დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს.

„ჯერ უნდა ვიცოდეთ, რას წყვეტს მთავრობა, რას წყვეტენ ამ პროექტის სპონსორები. იდეალურ სიტუაციაში, შესაძლოა, EBRD-ის მხარდაჭერა საჭირო არც გახდეს, რადგან ჩვენ განვითარების ბანკი ვართ. EBRD მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში, როდესაც კომერციულ ბაზარს არსებული პოტენციალის ათვისება არ შეუძლია. ჩვენ ამას ასე ვუწოდებთ - ჩნდება დამატებითი ჩართულობის საჭიროება. ჩვენ ვუთხარით პრემიერმინისტრს, რომ თუ ანაკლიის პროექტთან მიმართებით კომერციული ბაზრის დანაკლისი ვერ შეივსება, მზად ვართ, ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩვენი როლი შევასრულოთ“, - განმარტავს EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

იურგენ რიგტერინკიმი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაც განიხილეს. ეს ამ რანგში იურგენ რიგტერინკის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

წყარო: bm.ge
Print