ახალი ამბები
გალის რაიონში 7 ათას ტონაზე მეტ თხილის მოსავალს ელოდებიან
გალის რაიონში თხილის მოსავლის 60% უკვე აიღეს. ამის შესახებ ადგილობრივმა აგრონომმა ლერი შონიამ „აფსნიპრესს“ განუცხადა.

„7 ათას ტონაზე მეტს ველოდებით. ვფიქრობთ, რომ მოსავალს თვის ბოლომდე ავიღებთ. ტერიტორია, რომელზეც თხილის პლანტაცებია გაშენებული, დაახლოებით, 8 ათას ჰექტარს შეადგენს“, - თქვა სპეციალისტმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს მოსავლიანობის მაჩვენებლები, შარშანდელთან შედარებით, საგრძნობლად გაუმჯობესდა. მისი თქმით, გასულ წელს, მოსავლის 20% - ზე მეტი გაფუჭდა მავნებლის გამო. დღესდღეობით კი გატარებული შეწამლვითი ღონისძიებების შედეგად, მოსავლის 80% - ის შენარჩუნება მოხერხდა.
Print