ახალი ამბები
აფხაზი ეკოლოგი: ამერიკული პეპელას რაოდენობა შემცირდა
აფხაზეთში ამერიკული პეპელას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები მთელს სანაპირო ზოლზე გატარდა,
ზოგიერთ რაიონში მცენარეები ორჯერ შეწამლეს. ამის შესახებ „ნუჟნაია გაზეტას“ აფხაზმა ეკოლოგმა ნუგზარ სოლომკომ განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისათვის სიტუაცია გაუმჯობესებულია და მავნებლის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, რასაც ასევე სიცივეების დადგომამ შეუწყო ხელი.
ამავე ცნობით, ამერიკული პეპელას წინააღმდეგ იგივე პრეპარატები გამოიყენეს, რაც აზიური ფაროსანას და პალმის წითელი გრძელცხვირას წინააღმდეგ. გამოცემის ცნობით, ეს შხამქიმიკატები, დე ფაქტო რესპუბლიკამ, ჰუმანიტარული დახმარების სახით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიიღეს.
ამავე თემაზე :

აფხაზეთში ამერიკული პეპელა ისევ გავრცელდა


Print