ლიაში თხევადი აირის ბალონი აფეთქდა, იწვის სახლი (ვიდეო)
11:04 / 26.09.2019
წალენჯიხის სოფელ ლიაში ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში თხევადი აირის ბალონი აფეთქდა, რის შედეგად სახლი იწვის.
სოფელში მერის წარმომადგენლის ვახტანგ კვირკველიას ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში მოხუცი ქალი იმყოფებოდა, თუმცა ის მეზობლებმა გამოყვანეს და არ დაშავებულა. ორსართულიანი სახლი ამ წუთებშიც იწვის. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები