ახალი ამბები
საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში 20 წლის ჯარისკაცი დაიჭრა
ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი კობა გეთია დაიჭრა. სავარაუოდ, მას იარაღი შემთხვევით გაუვარდა. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ჯარისკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს. შემთხვევა 24 სექტემბერს მოხდა, თუმცა მედიისთვის ფაქტის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.

რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

Print