ახალი ამბები
ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრას, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან.

შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მიმართა და არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. საზოგადოებას აქვს კითხვები, თუ როგორი იქნება რეგიონის როლი და მათთან კავშირი ამ პროცესებში, აინტერესებთ ბლოკების, ბარიერის და პარტიების რეგისტრაციის საკითხი. ჩვენ აქ ვართ, ოპოზიციასთან ერთად და საზოგადოება ხედავს, რომ თანამშრომლობა ოპოზიციასთან ერთად კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

განიხილება ცვლილების ორი პროექტი. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, მეორე კი საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა.
Print