ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. დაშავებულ ორ მამაკაცსა და ქალს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდებათ. საავამდყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ გამოძიება მომხდარზე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Print