ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი:აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები დიალოგისაკენ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„ამ დღემ უამრავი ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრებას წარუშლელი დაღი დაასვა. აქ არიან შვილმკვდარი დედები და დედები, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულ შვილებს ჯერ კიდევ ეძებენ. ათასობით ჩვენი თანამოქალაქე შეიწირა კონფლიქტმა, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო. შეიწირა სამოქალაქო მოსახლეობა როგორც ქართულ, ისე აფხაზურ მხარეს. „დღეს ისე, როგორც არასოდეს, აშკარაა, რომ ეს ჩვენი ყველას საერთო ტრაგედია და ტკივილი იყო. სოხუმი დაეცა და აღარასოდეს გამხდარა ისეთი, როგორიც მანამდე იყო. დღეს მთლიანად აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებული და ხელოვნური ბარიკადებით ფაქტობრივად იზოლირებულია. იქ მცხოვრები ადამიანებისათვის მდგომარეობა მძიმეა. მოგეხსენებათ, 300 ათასამდე ადამიანია დევნილობაში, რომელმაც უმძიმესი გზა გამოიარა. ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნებას დღემდე ელოდებიან და მათ ამ უფლებას ვერავინ წაართმევს.

დღეს მინდა ამ ტკივილით კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა მოიტანა ამ ყველაფერმა - კონფლიქტმა, წლებმა, ოკუპაციამ და გავაცნობიეროთ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო ნათელია და საჭიროც, ურთიერთშემხვედრი ნაბიჯები გადავდგათ. აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები დიალოგისაკენ, ნდობის დაბრუნებისა და თანამშრომლობისაკენ. სულ მცირე, ეს მშვიდობისათვის არის აუცილებელი და აუცილებელია ასევე იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, აღარასოდეს იხილონ ის, რაც ათასობით გაუბედურებულმა ადამიანმა გაიარა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.