რეგიონი
ზუგდიდელმა დეპუტატებმა აფხაზეთის ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი ჩვენთვის. ჩვენ აუცილებლად მშვიდობით დავიბრუნებთ აფხაზეთს", - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.

დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია.
Print