ახალი ამბები
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე ანჩისხატი ჩამოაბრძანეს (ვიდეო)
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირებმა ენგურის ხიდზე საქართველოს ერთიანობისთვის ილოცეს და პარაკლისი გადაიხადეს.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მოძღვრებთან ერთად თბილისიდან ჩამოსული მრევლიც იმყოფებოდა, რომლებმაც ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი ჩამოაბრძანეს.


„ჯვართამაღლების დღეს საქართველოს გამთლიანება უნდა ვიზეიმოთ. ეს ხატი დაბრძანდება უამრავ წმინდა ადგილას, მაგრამ ამ დღეს, სადაც არ უნდა ვიყოთ მოვდივართ აქ, რადგან სწორედ, აქ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულისტკივილი ქართველი ხალხის. ამ დღეს ყოველთვის ასე ავღნიშნავთ სანამ ერთობა არ იქნება“,- თქვა ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის ხელძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა.

დღეს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. გარდა ამისა, 27 სექტემბერს მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავენ.
Print