ახალი ამბები
ზუგდიდში სავარაუდოდ ძმამ ძმა მოკლა
ზუგდიდის სოფელ ჯუმში წუხელ, გვიან ღამით, სავარაუდოდ, ძმამ ძმა მოკლა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სოფლის რწმუნებულმა ზურაბ ფაჟავამ უთხრა. მისივე ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები სოფლის რწმუნებულმა ჯერ არ იცის.

"წუხელ მოხდა გვიან. დევნილები არინ. ერთ-ერთი ჩვენთანაა ჩასიძებული. მეორე გერმანიიდან იყო ჩამოსული. ერთს შვილი ჰყავს გარდაცვლილი და მის სასაფლაოზე ყოფილან. მერე რა მოხდა არავინ არ იცის, მეორე ძმა დაკავებულია", - ამბობს ზურაბ ფაჟავა.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წუხელ ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანა, თუმცა იგი გარდაცვლილი იყო.
Print