რეგიონი
სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი - 1963 წელს დაბადებული ტ.შ. და 1983 წელს დაბადებული პ.დ. დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ტ.შ. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხაშურში, საავტომობილო გზაზე დააკავეს, რა დროსაც პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - "ჰეროინი" და ,,კოკაინი" ამოიღო.

რაც შეეხება მეორე პირს - პ.დ.-ს, პოლიციამ იგი ნარკოდანაშაულისთვის სოფელ ანაკლიაში აიყვანა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ფსიქოტროპული პრეპარატი "ლირიკის" 50 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება პირველ შემთხვევაში სს კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, მეორე შემთხვევაში კი 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

Print