ახალი ამბები
ხობში ავარიისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ორი პირი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„ერთ-ერთს გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ხერხემალის დახურული ტრავმა, წელის მალის მოტეხილობა აღენიშნება. მისი მდგომარეობა მძიმეა, რაც შეეხება  მეორეს - მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - ამბობენ საავადმყოფოში.

ხობში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ორი დაშავდა.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


Print