ახალი ამბები
მარტვილის ბაღში მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს
ინტოქსიკაციის ნიშნებით მარტვილის საავადმყოფოში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელები უკვე გაწერეს. რადიო „ათინათს“ პედიატრმა გიორგი გაბუნიამ უთხრა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მარტვილის #2 ბაგა-ბაღიდან სამედიცინო დახმარება სულ 22 ბავშვს დასჭირდა.  მათ, პირღებინება და ზოგადი სისუსტე აღენიშნებოდათ. #2 ბაგა-ბაღი ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება, სს კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

Print