ახალი ამბები
TI: წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორი ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, წალენჯიხაში ტენდერებს საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას მოგვარისა და ბიზნესპარტნიორის, ბაგრატ ღვინჯილიას კომპანია იგებს. ორგანიზიაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შემთხვევა კორუფციის სავარაუდო ნიშნებს შეიცავს.

თემურ ღვინჯილია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრია და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 2014 წლის ივლისიდან იკავებს.

„მას ბოლო რამდენიმე, მათ შორის 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ ჩაუწერია, რომ შპს „შე-ლის” 30% და შპს „წალენჯიხის საგზაოს” 20% წილის მფლობელია, რითაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის” მოთხოვნებს არღვევს: თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში სრულად ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრთა ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების შესახებ.[1] შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თემურ ღვინჯილიამ საკუთარ წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები დეკლარაციაში სწორედ იმიტომ არ ასახა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში საკუთარი ბიზნესპარტნიორის ბაგრატ ღვინჯილიას მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნებულიყო - ისინი შპს “წალენჯიხის საგზაოში” პარტნიორები არიან“, - აღნიშნავენ „გამჭვირვალობაში“.

თავის მხრივ, ბაგრატ ღვინჯილია 2011 წლიდან შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველოს” დირექტორია, რომლის 100% წილის მფლობელი ოდიკ ღვინჯილიაა. ამავე ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული შპს 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, მათ შორის, იმარჯვებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებშიც.

„შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველომ” 2011 წლიდან სულ 117-ჯერ მიიღო სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, რომელთაგან 49 მოიგო. ამ კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების ჯამური ღირებულება 12,498,966 ლარს შეადგენს, აქედან კი თითქმის ნახევარი (49,27%) მოდის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტენდერებზე. შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველომ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 16 ტენდერი მოიგო 2011 წლიდან, საერთო ღირებულებით 6,159,039 ლარი, ხოლო ამ თანხის 82%-ზე მეტი (5,106,732 ლარი) სწორედ საკრებულოს თავმჯდომარედ თემურ ღვინჯილიას არჩევის შემდგომ პერიოდში მოგებულ 12 ტენდერზე მოდის. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 16 მოგებული ტენდერიდან “წალენჯიხის საგზაო სამმართველოს” 3-ის გარდა სხვა არც ერთ შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს „წალენჯიხის საგზაო სამმართველოს“ 8 ასეთი ხელშეკრულება აქვს დადებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან, ამათგან მხოლოდ ერთხელ თემურ ღვინჯილიას საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში, რომლის ღირებულებამაც 14,000 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია TI-ის მონიტორინგის ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველოს” ტენდერებში გამარჯვება აჩენს ეჭვს, რომ, შესაძლოა, ისინი კონკრეტული მიმწოდებლისთვის სასურველ პირობებზე იყო მორგებული. ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველოს” მიერ მოგებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ იყო ისინი შპს-სთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.