ახალი ამბები
სოხუმში ფიჭვების ხეივანი იწვის
სოხუმში უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ფიჭვების ხეივანში ხანძარი გაჩნდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარ ფართობს მოედო. შეტყობინება უწყებამ დილის 9 საათზე მიიღო.

ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო მანქანა. ამავე ცნობით, ახლომდებარე სახლებს საფრთხე არ ემუქრება. სპეციალისტები ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ადამიანურ ფაქტორს ასახელებენ.

Print