ახალი ამბები
მესტიაში ,,ნატოს დღეები 2019“ გაიმართა
,,ნატოს დღეები 2019“-ის ფარგლებში ადგილობრივებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. მოსახლეობას მესტიაში ,,ნატოს" სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისი შეხვდა.

მიმდინარე წელს, ,,ნატოს" დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან და მედიასთან.,,ნატოს" დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება.

მიმდინარე წელს ის საქართველოში 3 ოქტომბერს დაიწყო და 31 ოქტომბერს დასრულდება.
Print