ახალი ამბები
რაულ ხაჯიმბას „ინაუგურაციის ცერემონია “ 12 საათზე დაიწყება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეული 'პრეზიდენტის ინაუგურაცია" მინისტრთა კაბინეტის სხდომათა დიდ დარბაზში 12 საათზე დაიწყება. ცერემონიას რუსეთის ფედერაციის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების, ნიკარაგუას დელეგაციები დაესწრებიან, წერს "აბხაზია ინფორმი".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ - 38 ათას 766 ხმა დააგროვეს. ამომრჩეველთა აქტივობამ 65,99% შეადგინა.

„პრეზიდენტობის კანდიდატმა“ ალხას კვიცინიამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თაობაზე.

ინაუგურაციის ცერემონიის დაწყების დროს, პარტია „ამცახარა“ გაფართოებულ სხდომას გამართავს, რომელზეც „მოქალაქეების საარჩევნო უფლებების დარღვევას“ და „საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურობის“ საკითხების განიხილავენ.

ამავე თემაზე:

რაულ ხაჯიმბას "ინაუგურაცია" 9 ოქტომბერს გაიმართება

სოხუმში ხვალ რაულ ხაჯიმბას "ინაუაგურაცია" გაიმართება


Print