რეგიონი
მეგრული სულგუნი Insider-ის მსოფლიოში ცნობილ ყველის ნაირსახეობათა შორის მოხვდა (ვიდეო)
მოგზაურობის შესახებ შექმნილ ვიდეო-პორტალი Insider ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი ყველის ნაირსახელობათა შორის მეგრული სულგუნიცაა შესული. ვიდეოს ტიტრებში აღნიშნულია, რომ ყველი საქართველოს რეგიონის სამეგრელოს პროდუქცია.

„ქართული სულგუნის ყველი მზადდება ძროხის პასტერიზებული, თხის ან კამეჩის რძისგან, მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა კერძში, მათ შორის, ხაჭაპურში“, - აღნიშნულია ვიდეოში.

მეგრული სულგუნის გარდა, ვიდეოში საუბარია იტალიურ მოცარელაზე, ინგლისურ ჩედარსა და სხვა სახეობებზე.

ვიდეო: Insider
Print
თეგები: Insider / სულგუნი / ყველი /