ახალი ამბები
ზუგდიდის ორ ქუჩაზე გადაადგილება 5 დღით იზღუდება
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, კონსტანტინე გამსახურდიასა და აფაქიძის ქუჩების კვეთაზე 5 დღის განმავლობაში გადაადგილება შეიზღუდება.

„კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი“, არსებული საფუძვლის გამაგრების (სტაბილიზაციის) და რეციკლირების სამუშაოებს განახორციელებს, რაც გამოიწვევს გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვას აფაქიძის და კ.გამსახურდიას ქუჩების კვეთასა და წითელი ჯვრისა და კ.გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანდართულ რუკაზე მოცემულია მოძრაობის მიმართულებები.
Print