ახალი ამბები
ზუგდიდელი მეეზოვე ვალერი ბარაბაში იუბილესთან დაკავშირებით დააჯილდოეს
ვალერი ბარაბაშს, რომელიც ქალაქის დასუფთავების სამსახურში 45 წლია მუშაობს, დღეს 60 წელი შეუსრულდა. მეეზოვეს კეთილსინდისიერი მუშაობისთვის საკუთარ იუბილეზე მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის'' დირექტორმა მადლობა გადაუხადა და ფულადი ჯილდო გადასცა.

"ზუგდიდი უკვე ზედიზედ მეორედ გახდა ყველაზე სუფთა ქალაქი საქართველოში და ამაში ვალერის დიდი წვლილი მიუძღვის", - ამბობენ "ზუგდიდასუფთავებაში".

ვალერი ბარაბაში ზუგდიდს, თითქმის, 50 წელია ასუფთავებს. ის დედას, რომელიც ასევე მეეზოვე იყო, ქალაქის დასუფთავებაში 5 წლის ასაკიდან ეხმარებოდა.


Print