რეგიონი
სენაკში ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი გაძარცვეს
სენაკში, დილის საათებში, ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორი გაძარცვეს და 200 ლარზე მეტი თანხა წაართვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მძარცველმა სადგურის თანამშრომელს თანხა გასტაცა და ადგილიდან მიიმალა.

ამავე ცნობით, პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით,რაც ძარცვას გულისხმობს.
Print