ახალი ამბები
რუხში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში,  სოფელ რუხში, ნაწულუკუს უბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მერსედესი საპირისპიროდ მიმავალ სუბარუს მარკის ავტომობილს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთ პაციენტს ორივე ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. ყველა დაშავებულს შესაბამისი კვლევები უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Print