ახალი ამბები
სამინისტრო: ვმუშაობთ, რომ დადიანების მუზეუმის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება მოწესრიგებული იყოს
განათლებისა და კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება მუშაობს, რათა ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომელთა ანაზღაურება მოწესრიგებული იყოს. როგორც კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა ონიანი ამბობს, ამისთვის სამინისტრო სხვადასხვა ქმედებას ახორციელებს. ამასთან, სამინისტროში ადასტურებენ, რომ მუზეუმის თანამშრომელთა ხელფასი მაღალი არ არის.

„სამინისტრო ხელს უწყობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. სამწუხაროდ, ანაზღაურება არ არის მაღალი, ამ მიზნითაც უწყება ახორციელებს შესაბამის ქმედებებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ სამინისტრომ შექმნას ინსტიტუციური განვითარების სრული შესაძლებლობა, რაც თავად მუზეუმსაც მისცემს დამატებითი სახსრების მოზიდვის შესაძლებლობას და ამ სახსრებიდან თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გამოსწორებას. ასევე, საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ვზრუნავთ იმაზე, რომ შრომის ანაზღაურების კომპონენტი იყოს მოწესრიგებული. დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვა ხელს უწყობს ვიზიტორთათვის შესაბამისი პირობების შექმნას, იძლევა დამატებითი რესურსის მოზიდვის საშუალებას, რაც განაწილებული იქნება შრომის ანაზღაურებაზე. მაგალითად, მიმდინარე წელს, საკუთარი შემოსავლიდან მიღებული 135 ათასიდან 29 ათასი ლარი გაიხარჯა სწორედ ანაზღაურებაზე და თუ მუზეუმის შემოსავალი იქნება მზარდი, ეს აისახება სათანადოდ შრომის ანაზღაურებაზე“, - აღნიშნა ონიანმა.
რაც შეეხება თავად მუზეუმს, თეა ონიანი განმარტავს, რომ სახელმწიფო დადიანების მუზეუმის, როგორც უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის განვითარებისთვის, მუდმივად ზრუნავს. ონიანი დასძენს, რომ გარდა იმისა, რომ აქ დაცულია ეროვნული მემკვიდრეობის საგანძური, თავად შენობა-ნაგებობები წარმოადგენენ ეროვნული კატეგორიის ძეგლებს.

"გასულ წლებში ჩატარდა ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია, განახლდება ექსპოზიცია, რისთვისაც სამინისტრომ 70 ათასი ლარი გამოყო და ეს განახლებული ექსპოზიცია დამთვალიერებელთა მიღებას შეძლებს უკვე 2020 წლის გაზაფხულიდან. მიმდინარე წელს იგეგმება ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება“, - აცხადებენ უწყებაში.
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების მომატებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გაფიცვას აანონსებენ. საკითხზე კონკრეტული პასუხის მისაღებად თანამშრომლებმა განათლებისა და კულტურის სამინისტროს ათდღიანი ვადა მისცეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.