ახალი ამბები
ზუგდიდში მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს (ფოტო)
დღეს, მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა მისი ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს ეროვნული გმირი 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ქართველი მუსიკათმცოდნე, პოეტი და საზოგადო მოღვაწე  1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს  დაიბადა.

Print