ახალი ამბები
მინისტრი: ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ გაცნობებთ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ვადის ამოწურვის შემდეგ მთავრობას უფლება აქვს, ანაკლიის კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს. ამის შესახებ მან უწყებაში გამართული ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი ხვალ, 16 ოქტომბერს გახდება.

„ვინაიდან კონსორციუმის მიერ დოკუმენტაციის წარდგების საბოლოო ვადა 2019 წლის 15 ოქტომბრით განისაზღვრება, ვალდებულები ვართ დღის ბოლოს ვადა ამოწურულად ჩავთვალოთ და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამდგარი შედეგი საზოგადოებას 16 ოქტომბერს ვაცნობოთ. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მთავრობას შეუძლია მოშალოს ანაკლიის მშენებლობაზე გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება", - განაცხადა მინისტრმა.

15 ოქტომბრამდე კონსორციუმს ორი შუალედური ვალდებულება აქვს შესასრულებელი.
Print