ახალი ამბები
ლევან ახვლედიანი: დღეს არავითარი დოკუმენტის ჩაბარებას არ ვაპირებთ
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ კონსორციუმი აღარანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას აღარ აპირებს. მისივე თქმით, მთავრობა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ საბოტაჟს ახორციელებს და კულუარულად აფიქსირებს, რომ ანაკლია კომერციულად გამართლებული პროექტი არაა.

„არ ვაპირებთ არაფრის ჩაბარებას დღეს. ძალიან კეთილგანწყობილივიყავით გუშინ იმასთან დაკავშირებით, რომ წარვადგინეთ ხედვა, მოვუწოდებდით მთავრობას მოლაპარაკების მაგიდის გარშემო დაჯდომისკენ, მაგრამ დღევანდელი ბრიფინგი ადასტურებს რეალურად, რა განწყობა აქვთ, იმის ნაცვლად, რომ გამოეყენებინათ ეს ჩვენი მოწოდება და გადავსულიყავით უფრო კონსტრუქციულ საუბარზე, კიდევ ერთხელ ძალიან ნეგატიურად აკნინებენ ამ პროექტს“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

მისივე განცხადებით, ხელშკერულების შეწყვეტის შემდეგ პროექტი ძალიან დიდი ხნით გაჩერდება.
Print