ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე: პატრიარქმა ანაკლიაზე მკითხა და მითხრა, რომ ვიყო მშვიდად
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პატრიარქს შეხვდა.
ხაზარაძის განცხადებით, პატრიარქი მიესალმება  ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

"შევხვდი უწმინდესს, მკითხა ანაკლიაზე, დამლოცა და მითხრა, რომ უნდა ვიყო ფრთხილად, მშვიდად.  არ დამიწყია არცერთი ბიზნესი, რომ არ მოვსულიყავი მაკეტით. ეს არის ტრადიცია და არ დაელოცა ეს საქმე. ყველა საქმე დამთავრდა წარმატებით. დარწმუნებული ვარ,  ანაკლია წარმატებით აშენდება. უწმინდესი ამბობს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი არა მარტო საქართველოსთვის, არა რეგიონისთვის, არამედ ჩვენი მომავალი თაობისთვის",-აღნიშნა ხაზარაძემ.
Print