ახალი ამბები
ნომინაციის „მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო" გამარჯვებული მარტვილელი ბელა კუპრავა გახდა (ფოტო)
ზუგდიდის სოფელ რუხში "ხაჭაპურის ფესტივალის" ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში მონაწილე მცხობელები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ. კატეგორიაში „მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო“ გამარჯვებული მარტვილელი ბელა კუპრავა გახდა. ის ღონისძიებაზე რესტორან „სანაპიროს“ წარმოადგენდა. ბელა კუპრავას თქმით, საკონკურსო ხაჭაპური საკუთარ სახლში დამზადებული პროდუქტებისგან გამოაცხო. მან ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

„ვემზადებოდი ამ კონკურსისთვის, ამ დღისათვის. მინდა მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებს და ჟიურის თითოეულ წევრს. ჩემი სული, გული ჩადებული იყო აქ და დამიფასეს - ეს არის ყველაზე მთავარი. სახლის პროდუქტისგან შევქმენი ეს ყველაფერი“, - აღნიშნა მან.

კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური მომზადდა (მეგრული, იმერული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური). სპეციალურმა ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში გამოავლინა.
Print