რეგიონი
დადიანების მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვებით იმუქრებიან
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას პირველ ნოემბერს აანონსებენ. მათ გაფიცვა ჯერ კიდევ ათი დღის წინ დაანონსეს და კონკრეტული პასუხის მისაღებად განათლების სამინისტროს ათდღიანი ვადა მისცეს, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, მათ პასუხი ვერ მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, დაანონსებული გაფიცვის შესახებ ოფიციალური წერილი გაუგზავნეს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, განათლებისა და კულტურის სამინისტროს და მუზეუმის დირექტორს.

„სამივე მხარეს პრემიერ-მინისტრს, კულტურის სპორტის და განათლების სამინისტრო და ასევე ჩვენი მუზეუმის დირექტორს გადაეგზავნა ჩვენი წერილობითი განცხადება, სადაც შავი თეთრზე წერია ჩვენი მოთხოვნებისა და შემდგომი გეგმების შესახებ. ჩვენი თვით მიზანი არ არის გაფიცვა, თუმცა თუ მოთხოვნა არ შესრულდება სხვა გზა არ გვექნება. თუ ჩვენ ვერ მივიღეთ ოფიციალური პასუხს აუცილებლად დაიწყება გაფიცვა. ეს განცხადებები იმიტომ გავაგზავნეთ, რომ ჩვენი ქმედება იურიდიულად გამართლებული იყოს “, - ამბობს ნანა აბულაძე.


განცხადებას ხელს 34 თანამშრომელი აწერს ხელს. 

ცნობისთვის, მუზეუმის თანამშრომლების საშუალო ხელფასი 250-350 ლარამდე მერყეობს.


Print