ახალი ამბები
სოხუმის „ადმინისტრაციას“ ახალი ხელმძღვანელი ყავს
სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კან კვარჩია დაინიშნა, შესაბამის ბრძანებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი.

აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლიდან ადგურ ხარაზია იკავებდა, წერს „ნუჟნაია გაზეტა“. ამავე ცნობით, კვარჩია 2012 - 2017 წლებში „აფხაზეთის სახალხო კრების დეპუტატი“, 1992-1993 წლების ომის ვეტერანი და „ლეონოს ორდენის კავალერია.“

Print