ახალი ამბები
ზუგდიდსა და წალენჯიხაში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები ზუგდიდში,  რუხში, რიყეში და წალენჯიხის სოფელი ფახულანში გამოვლინდა. ჯამში 45 040 ღერი სიგარეტი ამოიღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.





Print