ახალი ამბები
ზუგდიდელმა მომღერალმა ნიუ-იორკში გამართულ ფესტივალში გაიმარჯვა
ზუგდიდელმა ახალგაზრდა მომღერალმა თამუნა ლილუაშვილმა ამერიკაში გამართულ მუსიკალურ ფესტივალ “ნიუ-იორკის მარგალიტ 2019”-ში გაიმარჯვა და გრანპრი მოიპოვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მომღერალი თავად წერს.

“გავიმარჯვეთ. ავიღეთ გრანპრი, 1 ადგილი, ორ ქვეყანაში მოწვევა: იტალიაში და რიგაში”,- წერს ლილუაშვილი.

მიმდინარე წლის ივლისში, ამერიკაში, კალიფორნიის შტატში გამართულ საერთაშორისო მუსიკის ფესტივალზე ზუგდიდელი თამუნა ლილუაშვილი “მსოფლიო ჩემპიონის ვარსკვლავი Wcopa 2019“ გახდა. მომღერალმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
Print