ახალი ამბები
იღუმენია თამარ გამყრელიძე ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს
იღუმენია თამარ გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვრის პოსტის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა. მისივე თქმით, მანამდე, ის მონასტერში ჩავა და დედაოებს გაესაუბრება.

"მე ნამდვილად ვტოვებ ეპარქიას. გუშინაც განვაცხადე, რომ შეუთავსებლად ვთვლი, რომ მე აქ ვიცხოვრო და ვიმოღვაწეო ამ ყველაფრის მერე. ამ ყველაფრის მერე მონასტერში ჩავალ, დაველაპარაკები დედებს, ყველას თავისუფალი არჩევანი აქვს და ყველა გადაწყვეტს ვინ დარჩება და ვინ წავა. მათი არჩევანია. პირადად, ვთვლი, რომ წმინდა ნინოს მონასტერი უნდა დაცარიელდეს. მე ასე ვთვლი, როგორც მონაზონი და ვინც ამ ჯვარს იტვირთებს და დარჩება, მე გამიხარდება. მე პირადად აქ არ დავრჩები", - განაცხადა მან.

რაც შეეხება პეტრე ცაავას, რომელიც სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის მეუფე აღარ არის, ის მარტვილის ეპარქიაში შემავალი ტაძრის ბერ - მონაზვნებს მოუწოდებს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღონ. სტატუსშეჩერებულ მიტროპოლიტსა და ჭყონდიდისა და მარტვილის ახალდანიშნულ მეუფეს შორის შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. როგორც სასულიერო პირებმა ჟურნალისტებს უთხრეს, პეტრე ცაავამ მეუფე გრიგოლს ეპარქია გადააბარა.

პატრიარქის გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავა შიომღვიმის ტაძარში გამწესდა, რაზეც იგი უარს აცხადებს და ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერს ირჩევს.

ამავე თემაზე:

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს - შეხვედრამდე სამოთხეში!

მეუფე გრიგოლი პეტრე ცაავაზე: ჩავეხუტები და მადლობას გადავუხდი
Print