რეგიონი
მარტვილში მეუფე გრიგოლ კაციამ პირველი საკვირაო წირვა ჩაატარა
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჭყონდიდისა და მარტვილის მეუფე გრიგოლ კაციამ პირველ საკვირაო წირვა ჩაატარა. ტაძარში მრევლი და სხვა ეპარქიის მოძღვრებიც იმყოფებიან. მეუფეს თქმით, ის დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ნერვიულობდა და დიდი პასუხისმგებელობას განიცდიდა, რადგან დიდი ეპარქია და დიდ მრევლია. წირვის დაწყებამდე მეუფემ ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს მრევლის ნაწილის პროტესტზე და იმაზე, რომ მას ადგილზე მღვდლების ნაწილი არ დახვდა, მეუფე ამბობს, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“. მარტვილის ეპარქიაში იმყოფება მღვდელმთავრიბიდან გადაყენებული პეტრე ცაავა,თუმცა იგი წირვას არ ესწრება.
Print